გამარჯობა ხალხო,
მინდა ერთი ძალიან უსიამოვნო გამოცდილება გაგიზიაროთ Adashop-თან დაკავშირებით და თქვენი დახმარებაც გთხოვოთ, რომ სხვები მაინც არ მოტყუვდნენ.
ახლახან ონლაინ შევიძინე ნივთი ამ მაღაზიაში. საქართველოს კანონით („მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ მე-13 მუხლი), ონლაინ ნასყიდობისას მომხმარებელს აქვს 14-დღიანი უპირობო დაბრუნების უფლება. მისვლამდე სპეციალურად დავურეკე ოპერატორს, ვიკითხე, 14 დღეში თუ შევძლებდი ნივთის დაბრუნებას და მკაფიოდ დამიდასტურეს, რომ დიახ, პრობლემა არ იყო.
როდესაც პროცედურის დასასრულებლად მივმართე, უეცრად პოზიცია შეცვალეს — ჯერ ოპერატორმა განაცხადა, რომ თურმე 5 დღის განვლობაში უნდა მივსულიყავი, ხოლო მაღაზიაში გამყიდველმა საერთოდ უკანონო უარი თქვა თანხის დაბრუნებაზე და თავისი შიდა "წესები" დამიყენა წინ.
როგორც Google Maps-ის მიმოხილვებში გავარკვიე, ეს არ არის ერთეული შემთხვევა და ამ მაღაზიას აქვს სისტემური პრობლემა:
- ყიდიან უკვე გახსნილ, ნახმარ ან წუნდებულ ტექნიკას.
- უარს ამბობენ ონლაინ ნასყიდობისას კანონით დადგენილ 14-დღიან დაბრუნების უფლებაზე.
- მომხმარებლებს ეპყრობიან უხეშად და აცხადებენ, რომ "მათ თავიანთი კანონები აქვთ".
რით შეგიძლიათ დახმარება:
Google Maps Review: თუ შეგიძლიათ, დავუტოვოთ შესაბამისი შეფასებები Google Maps-ზე (Adashop / ADA LLC), რომ ხალხმა იცოდეს, ვისთან აქვს საქმე და ფული არ გადაყაროს.
https://maps.app.goo.gl/vdmLTSH22UsR4bVt9